საყდრისის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
“თავისუფალი დემოკრატების” ინციატივას კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა (58 მომხრე 14 წინააღმდეგი). საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმა მისცეს ფრაქცია „რესპუბლიკელების” წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის, ფრაქცია “ეროვნული ფორუმის” წევრებმა და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა. პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიასაყდრისში მიმდინარე სამუშაოების კანონიერებას შეისწავლის.
“თავისუფალი დემოკრატები” საყდრისზე არსებული მდგომარეობის შესწავლას და იქ მიმდინარე სამუშაოების დროულად შეჩერებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები