გია ვოლსკი: რუსეთი თვითდაზიანებებს იყენებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, რუსეთი თვითდაზიანებებს იყენებს. დეპუტატმა ეს განცხადება რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების თემაზე საუბრისას გააკეთა.
ვოლსკის აზრით, თუ ოკუპანტსა და ოკუპირებულ ტერიტორიას შორის მსგავსი დოკუმენტი გაფორმდება, ეს არც რუსეთისთვის და არც ოუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის არათუ მომგებიანი, კარგიც არ იქნება.
“რუსეთი საკუთარ ფეხებს ესვრის და თვითდაზიანებებს იყენებს, საკითხზე მსჯელობა გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში გადავიდა, ინტენსიური გახდა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, ვფიქრობ, ეს საკუთარი თავის გარდა არავის ზიანს არ მოუტანს, ე.წ. ხელშეკრულება განსაკუთრებით ოს ხალხს არავითარ სიკეთეს არ უქადის“, – აცხადებს დეპუტატი.
რუსული მედია რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ახალი შეთანხმების პროექტს აქვეყნებს.
ტექსტის თანახმად, რომელიც “ვედომოსტიში” დაიბეჭდა, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ინტეგრაცია იგეგმება.
შეთანხმების თანახმად, რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები გაერთიანდებიან.