„რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახალ ბერკეტებს გამოიყენებს“

კახეთის იმ რაიონში, სადაც ე.წ. ავარეთი-კახეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო. აღნიშნულ საკითხს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, რუსული პასპორტების საკითხი შესაძლოა, რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდეს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად.
„ეს აუცილებლად გახდება საქართველოზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტი. კახეთში უკვე რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. რუსეთის ამ გზავნილზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს. ამას დაემთხვა დროში ენგურჰესის თემა, რომელსაც აფხაზები თავისთვის ითხოვენ და თრუსოს ხეობის საკითხი, რომელსაც თავისთვის ითხოვს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება. ყველა ეს მიმართულება მომავალი წლის სავარაუდო საფრთხეა. საფრთხეა ისიც, რომ რუსეთმა კვლავ წამოჭრა საქართველოზე გამავალი გაზსადენების კონტროლის საკითხი. ეს აქტუალური იყო როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლების დროს, თუმცა მაშინ ეს აშშ-ს ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით ავირიდეთ“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ლაგაზიძის შეფასებით, მომავალი წელი საქართველოსთვის რისკიანი იქნება. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჯერ რბილი ძალის, შემდეგ კი თავისი ბერკეტების გამოყენებას შეეცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები