“ნდობის ჯგუფის” წევრად ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა წარადგინეს
პარლამენტში, ფრაქცია “თავისუფალმა დემოკრატებმა” “ნდობის ჯგუფის” წევრად ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი მიმართვა ბიუროს უკვე გადაეგზავნა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, “თავისუფალი დემოკრატები” ,,ნდობის ჯგუფში” ერთი ადგილის დაკავებას პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით ითხოვენ. ხუთწევრიან “ნდობის ჯგუფში” ერთი ადგილი ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული კვოტით “ნდობის ჯგუფში” კახა ოქრიაშვილი იყო წარდგენილი, მაგრამ მას შემდეგ რაც ოქრიაშვილი და მისი ფრაქცია უმრავლესობას შეუერთდა, მას “ნდობის ჯგუფის” დატოვება მოუხდა.