ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს დაბადების დღეს ულოცავს.
„გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, ბედნიერებასა და, რა თქმა უნდა, წარმატებებს ყველა იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც თქვენ, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გაქვთ დასახული.
მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომლებიც ტრადიციულად მტკიცეა, ემყარება მეგობრობასა და კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას, ხოლო ჩვენი თანამშრომლობის მაღალი დონე ურყევ საფუძველს უქმნის ჩვენს წარმატებულ ერთობლივ საქმიანობას საერთო ინტერესების სხვადასხვა სფეროში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება თქვენს მნიშვნელოვან წამოწყებებში“, – ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები