ესტონეთის პრეზიდენტი: ჩვენ დავუშვით საქართველოს წინააღმდეგ აგრესია და არაფერი გავაკეთეთ

ჩვენ დავუშვით საქართველოს წინააღმდეგ აგრესია და არაფერი გავაკეთეთ, გარდა “მშვიდობის, სიყვარულის და ვუდსტოკის” იდეით გაკეთებული განცხადებებისა. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა გამოცემა The American Interest-სთან ინტერვიუში განაცხადა.
თომას ჰენდრიკ ილვესი თვლის, რომ ევროპამ არაადეკვატურად უპასუხა რუსეთის ჯარის საქართველოში შეჭრას. მისივე განცხადებით, რამდენიმე თვეში დაუბრუნდა მოსკოვთან ნორმალურ თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება.
“რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც სამხედრო აგრესიას კრძალავს, ჯერ კიდევ 2008 წელს დაარღვია, როდესაც საქართველოში საკუთარი ჯარით შეიჭრა”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახლა კრემლმა იგივე ჩაიდინა უკრაინაში, მისი სურვილის გამო ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები