რა ხდება თავდაცვის სამინისტროში? – სამხედრო პოლიციის უფროსი გათავისუფლებულია

 

  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი არსენ ცუხიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
როგორც “კვირას“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შიდასაკადრო გადაადგილება განხორციელდა და ცუხიშვილი მუშაობას გენშტაბის მმართველობის მრჩეველთა საბჭოს მრჩევლად გააგრძელებს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასევე გათავისუფლებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის „ჯ-1“-ის უფროსი გიორგი ჯაჭვაძე, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მინისტრ მინდია ჯანელიძეს ახალი მესამე მოადგილე ეყოლება.
უწყების ინფორმაციით, გიორგი ბეროშვილი მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები