პრემიერი: მინდა ყველას მოვუწოდო, დავასრულოთ ისტერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებას “ისტერიის” დასრულებისკენ მოუწოდებს.
პრემიერის შეფასებით, ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოწოდებაზე “ამხელა აჟიოტაჟი” ატყდა, თავდაცვის სამინისტროსთვის ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია.
“სრულიად გაუგებარია ჩემთვის ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოწოდებები იმის თაობაზე, რომ მინდია ჯანელიძე გადადგეს, მე მგონი, არასწორი საუბარია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება, დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და, მართლაც, ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მქონდა საუბარი. მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები