ჯაბა ჯიშკარიანი დავით ბერძენიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი პარლამენტის დეპუტატის დავით ბერძენიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ჯიშკარიანი  ბერძენიშვილისგან ითხოვს, ხმამაღლა დაასახელოს ვინ არიან ის დეპუტატები, რომლებიც საკრებულოში საშოვარზე არიან მისულები. „ვითხოვ ბატონ დავით ბერძენიშვილმა ბოდიში მოიხადოს, თუ ამისთვის მას შეგნება და ვაჟკაცობა ეყოფა. დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ თითქოს „რესპუბლიკური პარტიის” წევრები გვარწმუნებდნენ ერთი თვის განმავლობაში, რომ ე.წ. დანამატი საკრებულოს დეპუტატებს პრემიის სახით არ უნდა მიეღოთ. მე მინდა გავმარტო, რომ ეს არ არის არც პრემია და არც დანამატი, რომელზეც ისინი სპეკულირებენ. ეს თანხა არის, საკრებულოს დეპატატის შრომის ანაზღაურება გარკვეული კომისიაში გაწეული საქმიანობისთვის. განვმარტავ, რომ დეპუტატი ვალდებულია იმოღვაწეოს ორ კომისიაში, სადაც მას ერთ კომისიაში ერიცხებოდა ხელფასი და მეორეში არა. ეს არის დეპუტატის შრომის ანაზრაურება. გარდა ამისა, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოში სხედან ადამიანები, რომლებიც საშოვარზე არიან გამოსულები. მან კონკრეტულ ადამიანებს მიაყენა შეურაცხყოფა, ვითხოვ დავით ბერძენიშვილმა კონკრეტული გვარები დაასახელოს“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რრომ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის დეპუტატმა დავიღ ბერძენიშვილმა აღნისნა, რომ საკრებულოს დეპუტატები საშოვარზე არიან გამოსულები.

საქმე ეხებოდა, საკრებულოს გუშინდელ სხდომას, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებას შეეხო, რომელიც დეპუტატის დამატებით მეორე კომისიაში მუშაობისას წარმოქმნილი ხარჯების ანაზღაურებას მოიცავს. როგორც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განმარტა, ცვლილება არ ეხება თანამდებობის პირებს და მისი ოდენობა არა უმეტეს 700 ლარით განისაზღვრება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები