„თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არაკორექტული პოლიტიკური აქცენტები იყო“
„თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არაკორექტული პოლიტიკური აქცენტები იყო“,- აღნიშნული განცხდება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.
ქუცნაშვილის განცხადებით, ყველა სამინისტროსთვის მაგალითი უნდა იყოს თავადცვის სამინისტროსთვის მიცემული შენიშვნა და პოლიტიკური აქცენტების გაკეთებას, განსაკუთრებით პატრიოტული კუთხით, უნდა მოერიდონ.
„თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური აქცენტები არაკორექტული იყო. სამინისტროს განცხადებები სამთავრობო ფილტრს უნდა გადიოდეს, რომ არ დაუშვან პოლიტიკური შეცდომები. ის შენიშვნა, რაც თავადცვის სამიისტრომ მიიღო. ძალიან სწორი იყო და ეს უნდა გახდეს სხვა სამინისტროებისთვის სამაგალითო, რომ პოლიტიკურ აქცენტებს, განსაკუთრებით პატრიოტული კუთხით მოერიდონ“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკისრა.
“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში”,- ნათქვამი იყო განცხადებაში.