კახა კალაძე: ვინც მუშაობს, ის ცდება ხოლმე

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა თემაზე საუბრისას აღნიშნა, ვინც მუშაობს, მას შეცდომაც მოსდის.
„ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე და თხოვნა იქნება, რომ ხელოვნურად ნუ დავძაბავთ სიტუაციას. შეცდომები ყველას მოსდის. ვინც მუშაობს, ის ცდება ხოლმე“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მომხდარზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები