საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილს შეხვდება

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზინდეტს.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის საბოლოო თარიღი 2 დღეში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაირკვევა.
მისივე თქმით, შეხვედრა გუშინ იგეგმებოდა, თუმცა უმრავლესობის დატვირთული კვირის გამო, ის გარკვეული პერიოდით გადაიდო. “როდის ჩატარდება შეხვედრა ამას მიმდინარე კვირაში, მაშინ, გავიგებთ, როცა უმრავლესობის სხდომა დაინიშნება. ეს დღეები იმდენად დატვირთული რეჟიმით მუშაობს პარლამენტი, რომ შეხვედრის გადადება ვითხოვეთ“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განსახილველად პრეზინდეტი, საპარალმენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები