სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი 20 წლის ნიკოლოზ უგულავა ქუთაისში გადაასვენეს

სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი 20 წლის ნიკოლოზ უგულავა ქუთაისში გადაასვენეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორამციით, ნიკოლოზ უგულავა სამხედრო ნაწილში ათმეთაურმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
სამინისტროს განმარტებით, გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით აწარმოებს.
გარდაცვლილის მამის თქმით, ისინი დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ  და გამოძიების პასუხებს დაელოდებიან.
“დილით ჩამოიყვანეს სამეხდროებმა. უყურადღებოდ არავის დავუტოვებივართ. არაფერი არ ვიცი რა და როგორ მოხდა. გამოძიებას დაველოდებით,” – აცხადებს ჟორე უგულავა.
შეგახსენებთ, რომ 1994 წელს დაბადებული ნიკოლოზ უგულავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 4 ოქტომბრიდან ირიცხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები