გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმება დაგმეს

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის დადებული ე.წ. შეთანხმება დაგმეს. მათი განცხადებით, შეთანხმებით დარღვეულია საქართველოს სუვერენიტეტი და საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე პიოტრ ილიჩევი კი მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ ე.წ. შეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოზე არ უნდა იყოს განხილული. “იტარ-ტასის” ინფორმაციით, ამის შესახებ ილიჩევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
“რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებას არის ორმხრივი ურთიერთობის საგანი, რომელიც დაიდო ამ დამოუკიდებელ ქვეყანასთან, ამიტომ ეს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს გაეროს უშიშროების საბჭოზე”, – განაცხადა ილიჩევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები