იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გუბერნატორებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ. როგორც მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, გუბერნატორებთან წინა შეხვედრისას გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც მათ უძრავ ქონებასა და საჯარო რეესტრთან მიმართებაში აინტერესებდათ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ გუბერნატორებს უძრავი ქონების ადმინისტრირების არსებული მდგომარეობისა და განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო რეგისტრაციის გარეშე არსებულ მიწებს და სოფლის სახლების მშენებლობებს.
შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სოფლის სახლების მშენებლობა სხვადასხვა ადგილას უკვე დაგეგმილია. მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, ჩაერთონ სოფლის სახლებისთვის საჭირო მიწების მოძიების საკითხში.