ლევან ყიფიანი სკანდალში ეხვევა – რა კავშირშია მინისტრი ბათუმის სტადიონის მშენებლობასთან?

სპორტისა და ახალგაზრდა საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სკანდალში ეხვევა. აღნიშნულის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ბაზის – „ანგისის“ მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი შპს „გლობალ სტანდარტმშენმა“ მოიგო. კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელი დავით ნოზაძეა, რომელიც ლევან ყიფიანის უახლოესი მეგობარია, ხოლო მინისტრის ძმა – ნიკა ყიფიანი „გლობალ სტანდარტმშენის“ 2013 წლიდან გაყიდვების მენეჯერის პოსტს იკავებს.
სტატიიდან ირკვევა, რომ „გლობალ სტანდარტმშენი“ ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ბათუმის მერიის მიერ – ბათუმის საფეხბურთო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა კიდეც.
გამოცემის ინფორმაციით, სატენდერო კომისიამ პირობები ისე შეადგინა, რომ მხოლოდ „გლობალ სტანდარმშენს“ მიეღო მასში მონაწილეობა და, შესაბამისად, გამარჯვებულიც ის გამხდარიყო.
ამასთან, კონკურსის პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე კომპანიას აუცილებლად უნდა დაემონტაჟებინა თურქული კომპანიის TEKNIN-EL-ის განათება. აღნიშნული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კი მინისტრის მეგობარი ნოზაძის კომპანიაა.
კომპანია LLC KHAGI წარმომადგენელი გიორგი გოგოლაძე შავი ფულის განაღდებას ვარაუდობს.
„ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სორედ ნოზაძის კომპანიას მოეგო ტენდერი, პროექტის განხორციელება კი რეალურად, იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე ეს „გლობალ სტანდარტმშენმა“ წარადგინა… ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეალურ ღირებულებზე მეტს გადაიხდის და სწორედ თურქეთში მოხდება თანხის განაღდება, რომელსაც ნოზაძის კომპანია მიიღებს სარგებლის სახით“, – განაცხადა გოგოლაძემ.
დავით ნოზაძე კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აცახდებს, რომ თურქულ კომპანაიასთან დაკავშირებით სატენდერო პირობებში ჩადებული მოთხოვნის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს.
რაც შეეხება წყალტუბოს სტადიონის მშენებლობას, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო ბანკისგან მილიონნახევარი ლარი მიიღო. როგორც გამოცემა წერს, სამინისტრომ შექმნა სახელმწიფო შპს, რომელმაც ქვეკონტრაქტორად შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ აიყვანა და დავით ნოზაძის კომპანიამ ტენდერის გარეშე მოიპოვა 1 მილიონ 500 ათასი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები