ირაკლი ალასანია: მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტის ინიციატივას
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სახელმწიფოს მეთაურთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზეთის რეგიონში განვითარებული მოვლენები.
„ამ კუთხით ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები წარვუდგინეთ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას, თუ რა უნდა გაკეთდეს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გარდა ამისა, მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტის ინიციატივას, რომ აუცილებელია, საქართველოში საერთაშორისო ფორუმი შედგეს, რომელიც ამ პრობლემატიკას მიეძღვნება“, – განაცხადა ალასანიამ.