ნინო ბურჯანაძე: უკრაინის პრეზიდენტი მოღვაწეობას ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც სააკაშვილმა დაამთავრა

სირცხვილია, რომ უკრაინის ბედი წითელი ცირკულარით ძებნილ ზურაბ ადეიშვილზე იყოს დამოკიდებული – ასე ეხმაურება გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკრაინის მთავრობაში, ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე, ინტერპოლის მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნის თემას.
ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილის ნაბიჯებით გააგრძელებს სიარულს, ის თავის მოღვაწეობას ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც სააკაშვილმა დაამთავრა. მისი თქმით, ეს თავად უკრაინასაც ძალიან ძვირად დაუჯდება
„ძალიან ნათლად ვხედავ, რომ უკრაინაში ის პროექტი განხორციელდება, რომელიც საქართველოში იყო. ამ პროექტის აქტიური მონაწილეები კი არიან: ადეიშვილი, ზღულაძე, სააკაშვილი, კვიტაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც უკრაინაში გადაანაცვლეს და ცდილობენ, ახლა უკრაინა გახდეს ანტირუსული ბრძოლის ფლაგმანი. შეიძლება ამით რომელიმე კონკრეტულმა სახელმწიფომ მოიგოს, მაგრამ უკრაინა რომ წააგებს, ეს დაზუსტებით შემიძლია გითხრათ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები