დავით ნარმანიამ “ნაციონალებს” ფოტოკომპრომატი წარუდგინა
როცა კითხვას სვამთ, გაიხსენეთ, საიდან მოდიხართ და თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა მიდგომები გქონდათ – ამ სიტყვებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა.
როგორც ნარმანიამ განმარტა, ფოტოსურათი ნაციონალური ხელისუფლების დროს არსებულ მიდგომებს ასახავს, როდესაც მათ ადამიანები საწარმოებში, „როგორც დასაქმებულები“, ავტობუსებით ძალით მიყავდათ.
„როცა კითხვას სვამთ, გაიხსენეთ, საიდან მოდიხართ და თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა მიდგომები გქონდათ. ეს ის მიდგომაა, როცა ხელისუფლებას საწარმოებში ხალხი ავტობუსებით ძალით მიყავდა, ვითომდა ასაქმებდნენ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა აღნიშა, რომ საკრებულოს თანამშრომლები წინასაახალწლოდ პრემიებს არ აიღებენ.
დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში დღეს, თბილისის მთავრობას ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.