“მივესალმები, თუ უახლოეს მომავალში მოხდება პრემიერის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან“

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა. ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ასეთი სახის შეხვედრა შესაძლებელია, თუმცა ქვეყანა სათანადოდ უნდა მოეზადოს, რადგან მოლაპარაკებებით საქართველომ რეალური შედეგი მიიღოს.
„რაღაც გარკვეული პრობლემები რომ მოგვარდეს, საამისოდ ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მე მივესამლმები, თუ უახლოეს მომავალში მოხდება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. თუმცა  ამისთვის გარკვეული სამუშაოები არის ჩასატარებელი. მოსამზადებელი იქნება თემები იმისთვის, რომ პროდუქტიული იყოს ეს შეხვედრა და არ გამოვიდეს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები