მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა მიმდინარეობს (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ულოცავს, – ისტორიული მოვლენის შესახებ განცხადება პრემიერმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომის დასაწყისში გააკეთა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება.
სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი ესწრება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სხდომის დღის წესრიგით განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა, 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი და ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით არსებული მდგომარეობა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=J2W7PblGETM” width=”560″ height=”315″]