დავით ბაქრაძე: ვიზა – ლიბერალიზაციის თარიღების დასახელებისგან თავს ვიკავებთ

ვიზა – ლიბერალიზაციის თარიღების დასახელებისგან თავს ვიკავებთ, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია გამამხნევებელი მესიჯები, რაც ევროპელი ლიდერებისგან მოდის.
“გასაგებია, მისასალმებელია ის გამამხნევებელი მესიჯები, რაც მოდის ევროპისგან, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ვიზა – ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ თარიღების დასახელებისგან თავი შევიკავოთ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ ეს არის სწორი მიდგომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები