დავით ბაქრაძე: საქართველომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებით საქართველომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დეპუტატი ხელისუფლებას ევროპარლამენტის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესასრულებლად მოუწოდებს.
„ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებით საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ, მაგრამ ეს არის გზის მხოლოდ დასაწყისი. დარჩენილი გზის წარმატებულად გავლა მთლიანად არის დამოკიდებული საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ხელისუფლების მზადყოფნაზე, გაიზიაროს და შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები