აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს.
სტრასბურგში განხორციელებულ რატიფიკაციას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯენ ფსაკი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა და ამ მხარდაჭერას ამერიკაც უერთდება.
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ულოცავს საქართველოს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. კენჭისყრა ევროპის საქართველოსადმი მზარდი ნდობის დემონსტრირება და ქვეყნის ფართო რეფორმების მუდმივი განხორციელების დამადასტურებელია. აშშ-ი უერთდება ევროკავშირს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში, რამდენადაც ისინი განაგრძობენ რეფორმებს და ევროპულ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციას”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები