“ხუთოსანმა” სააკაშვილმა ევროპარლამენტის სხდომაზე თავისი თვალით ნახა საკუთარი ფიასკო“
“ხუთოსანმა” სააკაშვილმა ევროპარლამენტის სხდომაზე თავისი თვალით ნახა საკუთარი ფიასკო“ , – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა. წულუკიანის თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა უფრო წარმატებულია. ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ბევრის ქვეყნის მთავრობა.
“ვიზიარებ, რომ სააკაშვილი არის ფრიადოსანი, მე კი ვარ ორმოცდაერთოსანი. 41:5 დავამარცხე “ნაციონალური მოძრაობა” კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” ერთად. ასეც ვაგრძელებ და ასეც გავაგრძელებ. ჩვენ ვართ უფრო წარმატებული მთავრობა, ვიდრე ბევრი აღმოსავლურ ევროპული ქვეყნის მთავრობა, თუნდაც ეკონომიკური ზრდის, თუნდაც რეფორმების კუთხით, რაც არ იყო ბატონი ხუთოსნის გეგმებში მთელი 9 წლის განმავლობაში. თუკი შეცდომა არის ის, რომ ციხეებში არავის აუპატიურებენ, თუკი შეცდომა არის ის, რომ მოსამართლე ჩემგან თავისუფალია, მზად ვარ მივიღო ეს “შეცდომა”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, “ხუთოსანმა” ევროპარლამენტის სხდომაზე თავისი თვალით ნახა საკუთარი ფიასკო.
“მიხაროდა, რომ ვხედავდი საქართველოს პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ამ ისტორიულ დღეს რომ ესწრებოდა. მიხაროდა, რომ იქ იყო ხუთოსანი, რათა თავისი თვალით დაენახა საკუთარი ფიასკო. ეს იყო მისთვის ფიასკო, რადგან რეზოლუციაში არის აღიარებული, რომ ამჟამინდელი მთავრობა არის რეფორმატორი, 2 წელი ტოტალურ შრომას ეწევა და ეს შრომა დაუფასდა”, – განაცხადა წულუკიანმა.