„ბევრ მოწოდებაზე, რომელიც ნახსენებია რეზოლუციაში, დაწყებულია მუშაობა“

 

  საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არის კიდევ ერთი დიდი ეტაპის დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება. როგორც წულუკიანმა, “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა, ამ წარმატებაში თითოეულმა მოქალაქემ ჩადო თავისი წვლილი.

“მივულოცავ ყველა მოქალაქეს დღევანდელ დიდ დღეს. ეს არის კიდევ ერთი დიდი ეტაპის დასრულება. ამ წარმატებაში თითოეულმა მოქალაქემ ჩადო თავისი წვლილი. რეზოლუციაში ბევრგან არის ნახსენები უახლესი რეფორმები. ამ უახლესი რეფორმების განხორციელებაში, რომელიც მოთმინებას, ძალისხმევას მოითხოვს, ჩვენი მოქალაქეები მთავრობასთან ერთად მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ. ბევრ მოწოდებაზე, რომელიც ნახსენებია რეზოლუციაში, დაწყებულია მუშაობა. ამის ერთი მაგალითია საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსში ბავშვთა უფლებების უკეთ დაცვაზე ჩანაწერი. მზაობა არის ახალი ეტაპის წარმატებით განხორციელებისთვის”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა.

ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია 11 ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და დანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები