ხვალ ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა გაიმართება
19 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა გაიმართება. სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება.
სხდომის დღის წესრიგით განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა, 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი და ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით არსებული მდგომარეობა.