ჯეიმს აპატურაი: ყოჩაღ, საქართველო
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.
“ყოჩაღ, საქართველო! შენ ახლახან კიდევ ერთი, კარგი ნაბიჯი გადადგი ევროპული გზისკენ”, – წერს ჰეიმს აპატურაი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 490-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია 11-მა ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: დანია, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი და შვედეთი.