ირაკლი სესიაშვილი: ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოგვიტანს ცივილიზაციას მომავლისათვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საქართველოსთვის ახალი ძალა და ენერგიაა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.
“ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს მოუტანს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ ცივილიზაციას ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
რაც შეეხება ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფნას, სესიაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ წვრილმან დეტალებზე ყურადღება არ მიუქცევია.
რატიფიცირების საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი. გია ვოლსკის მოსაზრებით კი, უახლოეს მომავალში საქართველო კიდევ ბევრ ასპექტში პოზიტიურად დაანახებს თავის თავს როგორც ევროპას, ასევე საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები