დავით ბაქრაძე მიგრაციის პოლიტიკის ცენტრის პროექტის მენეჯერს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრი დავით ბაქრაძე მთავრობის ადმინისტრაციაში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის პროექტის მენეჯერს ვიოლეტა ვაგნერსა და ეროვნული პროექტის ოფიცერს თამარ კიკვიძეს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს დეტალურად გააცნეს პროექტის – „ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება საქართველოში“ (ERGEM) შედეგები.
საუბარი შეეხო, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები