თამარ ბერუჩაშვილი: ევროპული ოჯახისკენ სვლა დაიწყო

საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეებმა ის სიკეთეები მალე მიიღონ, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო რეფორმირების პროცესში იტენსიურად ჩაერთო.
“ევროპული ოჯახისკენ სვლა დაიწყო. საქართველო იტენსიურად ჩაერთო რეფორმირების პროცესში. ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი ევროპიზაციის გეგმა. ეს იქნება უსაფრთხოების, განვითარების სტაბილურობის საწინდარი და ხელს შეუწყობს მრავალ რეფორმას ყველა მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების ყველა წევრი. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დროულად გამოიყენოს შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება რამდენიმე წუთის წინ მოახდინა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები