დეპუტატები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები, ძირითადად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას პარლამენტის კინოდარბაზში თვალს ადევნებდნენ.
ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ რატიფიცირებით იწყება ძალიან დიდი რეფორმები.
“ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ჩვენ – ყველანი უფრო მეტად დავუახლოვდით ევროპას. ამით იწყება ძალიან დიდი რეფორმები, ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც ხელისუფლებამ, ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ საიმისოდ, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ის სიკეთე, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაქვს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=g9P2tj1o8uU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები