ანალიტიკოსი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მორიგ ვერსიას ახმაურებს
ყოფილი პრემიერ – მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, რუსთავსა და მარნეულში მიმწოდებელი წყლის კომპანიების გაყიდვაში ხელის შეშლა გამხადრიყო, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ მაისურაძე გაზეთ “ახალ სიტყვასთან” ინტერვიუში საუბრობს. „ხელისუფლება არ ელოდებოდა, რომ ჩემთვის გადმობარებული ჭები ასეთ მოგებას ნახავდა, ამის შემდეგ მათი გაყიდვა გადაწყვიტეს, მე კი სახელმწიფო ქონების მისაკუთრებაში დამადანაშაულეს“, – აცხადებს მაისურაძე.
მისივე თქმით, გეგმა თითქმის შესრულებული იყო, თუმცა საქმეში ზურაბ ჟვანია ჩაერთო და ამ საქმის ჩამწყობებს პრობლემა შეექმნათ.
„პრემიერის საქმეში ჩართვის შემდეგ გეგმის განხორციელება გაჭირდა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მისი მოშორება სწორედ ამ მიზეზით მოხდა“. -განაცხადა მაისურაძემ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ დროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე იყო, თუმცა ჟვანიას გარდა დახმარება არავინ გაუწია.