ფსიქოანალიტიკოსი: კარგ ფსიქოთერაპევტს დღესაც შეუძლია სააკაშვილის გადარჩენა

ფსიქოანალიტიკოსის და ფსიქოტერაპევტ გია სულაქველიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიჭიერია და მან ეს საქართველოს წინააღმდეგ მომართა.
„სააკაშვილი რომ ჩემი პაციენტი ყოფილიყო, ბევრს მოიგებდა, რადგან უდავოდ ბევრი ნიჭი აქვს, რომელიც ცუდი მიმართულებით განავითარა. ეს ნიჭი და ენერგია საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. მე მას გულწრფელად შევაყვარებდი საქართველოს და აღარ იქნებოდა ფსევდონაციონალისტი. კარგ ფსიქოთერაპევტს დღესაც შეუძლია მისი გადარჩენა, თუ პროფილს და ფუნქციას შეუცვლის. მე მას ღვინის დისტრიბუტორის ფუნქციის შესასრულებლად მოვმართავდი. წარმოიდგინეთ, როგორ გაასაღებდა უცხოეთში ქართულ ღვინოს სააკაშვილი, რომელსაც ისეთი რიტორიკის ნიჭი აქვს, რომ შავის თეთრად წარმოჩენაც შეუძლია. არ გამოვიდა მისგან ქვეყნის კარგი მეთაური, მაგრამ ამ სფეროში ის, მართლაც, მიაღწევდა წარმატებას“, – განუცხადა ექიმმა „ასავალ-დასავალს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები