„სააკაშვილი უკრაინაში შეიარაღებულ ფორმირებებს აყალიბებს“

სააკაშვილი უკრაინაში შეიარაღებულ ფორმირებებს აყალიბებს! -ამ სათურით გაზეთი “კვირის “ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, გეგმა ასეთია – მოცემულ ეტაზე ისინი ჩამოყალიბდებიან, როგორც უკრაინის სამთავრობო ძალები და დაემორჩილებიან კიევის გენშტაბს. მერე კი მთლიანად გადავლენ “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა კონტროლში და იმოქმედებენ სააკაშვილის, ან მისი უახლოესი გარემოცვის უშუალო მითითებით.
ამასთან, წყაროს ინფორმაციითვე, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრებს უკრაინაში მოქალაქეებასთან ერთად საკმაოდ სოლიდურ ხელფასებს უნიშნავენ და ბინითაც აკმაყოფილებენ.
„რამდენიმე დღის წინ სანდო წყარომ მაცნობა, რომ “ნაცების გურუს“ უკვე დაწყებული აქვს ოფიცრებად წოდებული ყოფილი ჯალათების შეკრება. მეტიც, უკრაინის მოქალაქეობასთან ერთად მათ საკმაოდ მაღალ ხელფასებსაც უნიშნავენ და ბინითაც აკმაყოფილებენ.ზოგადად, გეგმა ასეთია – მოცემულ ეტაზე ისინი ჩამოყალიბდებიან, როგორც უკრაინის სამთავრობო ძალები და დაემორჩილებიან კიევის გენშტაბს. მერე კი მთლიანად გადავლენ “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა კონტროლში და იმოქმედებენ სააკაშვილის, ან მისი უახლოესი გარემოცვის უშუალო მითითებით. საბოლოო ჯამში, სააკაშვილის ამოცანა არც უკრაინის აყვავებაა და მით უფრო, არც პრორუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა, მისი ამოცანა შემდეგში მდგომარეობს: მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე ჩირქი მოსცხოს და იმიჯი შეულახოს. ეს არის გეგმის პირველი, ვერბალური ნაწილი, რაც შეეხება მეორეს, პოლიტიკური და დიპლომატიური დისკრედიტების შემდეგ ის დაიწყებს სამოქალაქო დაპირისპირების, არეულობის და დესტაბილიზაციის ინსცენირებას, რომელიც ვერბალურ გეგმას ხორცს შეასხამს, ანუ ტყვიას გაისვრის და ქვეყანაში ევრომაიდანის ცეცხლს ააგიზგიზებს“,-წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები