ემზარ კვიციანი შიმშილობას იწყებს
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი შიმშილობის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ორშაბათს გაასაჩივრებენ.
„ბატონ ემზრს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პროკურორები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ამიტომ მოითხოვს მათ აცილებას. თუნდაც ის, რომ ბატონ ბიძინას აქვს გავლენა პოლიტიკოსებზე, მას შეუძლია, მარტივად თქვას, რომ არ ჩაერიონ ამ საქმეში. სამწუხაროდ, ბევრი მტერი ჰყავს ემზარ კვიციანს, მათ შორის ამ მთავრობაში და ბატონი ბიძინა არ არის ამაზე ინფორმირებული,“ – განაცხადა კვიციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
ემზარ კვიციანს გამამტყუნებელი განაჩენი პირველი ინსტანციის სამამართლომ ამბოხებისა და ტერორიზმის მუხლებით გამოუტანა. მას 12-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.