ავღანეთში 51-ე ბატალიონს ტაქტიკური სწავლებები უტარდება

  ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონს ტაქტიკური სწავლებები უტარდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში „სექტორების უსაფრთხოების სავარჯიშოები“ ის ასეულები მონაწილეობენ, რომლებიც საავიაციო ბაზის შიდა უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი.
51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ.
წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.
გეგმური წვრთნების ფარგლებში, ტაქტიკურ მეცადინეობამდე, ქართველ სამხედროებს საცეცხლე მომზადებაში ჩაუტარდათ სწავლება.
მომზადებას ბატალიონის სამეთაურო რგოლი უწევს მონიტორინგს.
51-ე ბატალიონი ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მიმდინარე წლის ნოემბრიდან ჩაერთო. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედროების მომზადების მაღალი ხარისხი ISAF-ის და პარტნიორი ქვეყნების სარდლობების მხრიდან ბევრჯერ აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები