საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის საბჭო დაფუძნდა

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის საბჭო დაფუძნდა, რომელსაც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ჩაუდგებიან სათავეში. ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს. თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. აღინიშნა, რომ არსებული კეთილმეზობლური და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების შემდგომი საფუძველი გახდება თანამშრომლობის საბჭო, ურთიერთობის ფორმატი, რომელიც პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით ყოველ წელს მონაცვლეობით თურქეთსა და საქართველოში გაიმართება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. თურქეთის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ევროპული და ეკონომიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა. თურქულმა მხარემ ასევე დაადასტურა, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები