ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მყარად ვდგავარ და ყველაფერი კარგად არის

ძალიან მყარად ვდგავარ და ყველაფერი კარგად არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. “მინდა დავამშვიდო ის ადამიანები, ვინც ფარისევლურად ღელავდნენ, თითქოს მე საყრდენი გამომაცალეს, ძალიან მყარად ვდგავარ და ყველაფერი კარგად არის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, არსებული ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისგან განსხვავებით ადამიანებს კლანებად და გუნდებად არ ჰყოფს.
“ჩვენი და, პირადად, ჩემი მთავარი დასაყრდენი ეს არის ჩემი სიმართლე, ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, რითაც აქამდე მოვედი. რა თქმა უნდა, საყრდენი არის ძალიან კარგი, ადამიანებს უნდა დაეყრდნო, მაგრამ მთავარი საყრდენი  ადამიანის სიმართლე უნდა იყოს, მე ასე ვმუშაობ. პრინციპში, ეს უფრო საინტერესოც კი არის. საინტერესო კადრები მოვიყვანე, ეკონომიკის საბჭოს მდივნად დაინიშნა ბიზნესომბუდსმენი, რომელიც კიდევ უფრო გახსნილი იქნება, ეს არის ჩემი მორიგი გზავნილი ბიზნესმენების მიმართ, რომ მსურს მათთან კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და მეტი კომფორტი შევუქმნათ. ასევე, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არის დაზვერვის სამსახურის უფროსი, ეს არის ძირითადი ცვლილებები ჩემთვის. დანარჩენი დეპარტამენტების დონეზე, მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები