ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ცვლილებები, რაც ამ დღეებში განხორციელდა, დასრულებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო დროს მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, მთავრობაში ცვლილებები ნორმალური პროცესია.
„ეს ცვლილებები, რაც განხორციელდა ამ დღეებში, არის დასრულებული ამ ეტაპისთვის. მე მინდა აღვნიშნო, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, გააკეთეს თავიანთი სამუშაო და დადგა დრო, რომ ისინი სხვა სამსახურებში გადასულიყვნენ. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მუშა პროცესი. მე უბრალოდ, მართლაც, გაკვირვებული ვარ, რატომ არის ამდენი შეკითხვა. მესმის, რომ ეს თქვენ გაინტერესებთ და მოსახლეობას ნაკლებად აიტერესებს. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ მე მთავრობის შემადგენლობას, სამინისტროებში ადამიანებს არ ვყოფ ჩემი გუნდის და სხვისი გუნდის წევრებად. ჩვენ ვართ ერთი გუნდი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები