მინდია ჯანელიძე: ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ
ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე გაეცნო თუ არა აღნიშნულ საქმეს რაც მინისტრი გახდა, ჯანელიძე პასუხობს, რომ ის ამ საქმეს გაეცნო იმდენად, რამდენადაც შესაძლოა საქმეს მინისტრი გაცნობოდა.
“გამოძიება უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ რაიმე კომენტართან დაკავშირებით”, -განაცხადა მინდია ჯანელიძემ.