საქართველოში გერმანიის საერთაშორისო სკოლის დაფუძნების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოში გერმანიის საერთაშორისო სკოლის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმოწერას საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრნენ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მჭიდრო და არც ვიზიტები ყოფილა ასეთი ინტენსიური.
“განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ 2 800 ახალგაზრდა ქართველ სტუდენტზე მეტი სწავლობს გერმანიაში. ჩვენ ვქმნით კიდევ ერთ საფუძველს გაცვლის, გაზიარების კუთხით. ჩვენ შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას. ჩვენ ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას გერმანიის საერთაშორისო სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ მომავალზე ორიენტირებულად ვმოქმედებთ, როდსაც ვცდილობთ ახალგაზრდა თაობას მიეცეს განათლება”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.