პრემიერმა მინისტრთა კაბინეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე და 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
მთავრობის წევრებმა პრემიერს უწყებების საქმიანობის ანგარიში ჩააბარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.