ლალი ანთია: ზუგდიდში როლანდ ახალაიას დღესაც რომ „ბაბას“ ეძახიან, სწორედ ირაკლი ალასანიას დამსახურებაა!

  „ვინ გასცა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო ვიზიტი სამეგრელოში?“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეგობარი ლალი ანთია საუბრობს.
„2012 წლის 12 ივნისს, როცა ბიძინა ივანიშვილი სულ პირველად, საიდუმლო ვითარებაში ჩამოვიდა ზუგდიდში და მისი ვიზიტის შესახებ სააკაშვილის სოდ-მა და კუდ-მა არაფერი იცოდნენ, ბიძინა ივანიშვილი თავისმა თანაგუნდელებმა გასცეს! როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს ვიზიტი იყო ძალიან გასაიდუმლოებული და ბატონი ბიძინას მარშრუტის შესახებ იცოდა სამმა ადამიანმა. ამ სამიდან ერთ-ერთი გახლდათ ირაკლი ალასანია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი შესახებ პირადად ამცნო როლანდ ახალაიას“, – აცხადებს ლალი ანთია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამასთან, ლალი ანთია ინტერვიუში ირაკლი ალასანიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ფარულ კავშირებზე საუბრობს.
„ის, რომ დღეს სამეგრელოს ისევ როლანდ ახალაიას კლანი მართავს, ის, რომ ზუგდიდში როლანდ ახალაიას დღესაც „ბაბას“ ეძახიან, სწორედ ირაკლი ალასანიას დამსახურებაა! როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ისე ჩააბარა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოს შვიდივე რაიონი როლანდ ახალაიას! “ – ამბობს ლალი ანთია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები