რატომ ავალებს საბერძნეთში მყოფი მამა აბიბოსი მრევლს ლატარიის თამაშს და სად მიდის ფული?
საბერძნეთში მყოფ დეკანოზი მამა ელიზბარ დიაკონიძე გაზეთ „ქრონიკასთან“ საქართველოს საპტრიარქოს მიერ საბერძნეთში მივლენილი სასულიერო პირის მამა აბიბოსის შეფარული მოქმედების შესახებ ჰყვება.
მამა ელიზბარის განცხადებით, მამა აბიბოსი საბერძნეთში შავ ფულს აკეთებს და ათეთრებს, რაშიც, სავარაუდოდ, საქართველოს საპატრიარქო მხარს უჭერს.
„მამა აბიბოსი გახლავთ პირი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მიავლინა საბერძნეთში. ეს მამა აბიბოსი ტომით ბერძენი გახლავთ და ჩვენს წიაღში, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილია. ამ ცოტა ხნის წინ მისი სურათიც გამოაქვეყნეს აქ, საბერძნეთში, მაგრამ ეს ადამიანი იმდენად არის მიჩვეული შეფარულ ქმედებებს, იმას, რომ ყველაფერს შეფარულად აკეთებდეს, რომ ფოტოზე შამპანურს ასხამს და სთხოვა იმ ხალხს, ვისთანაც ფოტოს იღებდა, არსად გამოაჩინოთ, რომ შამპანურს ვსვამო. ახლა ამიხსნას ვინმემ, რა, სირცხვილია შამპანურის დასხმა? ანდა შამპანურის დასხმაა უფრო სამარცხვინო, თუ ფულების გაპროცენტება და ქვენა საქმეებით დაკავება? საბერძნეთში, სამწუხაროდ, დავინახე, რანი ვართ და საით მივექანებით და ამაში ეს ეკლესიაც ხელს გვიწყობს. არ გამიგია, რომელიმე სხვა ქვეყანას ასე სძულდეს თავისი შვილები, ემიგრაციაში მყოფ ადამიანს სულიერი გრძნობების დაკმაყოფილება ასე სურდეს და სჭირდებოდეს და შენ კიდევ მსგავსი ზნეობის ადამიანს, რომ გაუგზავნი იმის გამო, რომ ის იქ ფულს გააკეთებს და შენც გამოგიგზავნის საპატრიარქოში! მსგავსი რამ არ მინახავს! გაგება და ნახვა კი არა, თუ წაგიკითხავთ ვინმეს?
აბიბოსი საბერძნეთში იქნება დიდხანს! რა, გამოიწვევს მას უკან ვინმე თუ რა? აბიბოსმა მშვენიერი საქციელი ჩაიდინა, ეკურთხა საქართველოში, ჯერ იქ იყო კარგად და წამოვიდა აქ, მას, ტომით ბერძენს, მისცეს სტატუსი და ხვალ რომ გამოვიდეს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან და აღარ იყოს მორჩილებში, არაფერი მოხდება და ამისთვის მას არ დაიჭერენ. მაგრამ ბუნებით მყრალია! მას შეეძლო ბერძენი ხალხისთვის ემოღვაწა, მაგრამ – არა! აბიბოსს შავი ფულის კეთება და გათეთრება ქართველებით ურჩევნია და ჩვენი ქართველების კისერზე მოჯდომა არჩია, რადგან, როგორც გითხარით, უმრავლესობა ქართველი ემიგრანტებისა იქ უსტატუსოდაა და ყველას გადეპორტების ეშინია, ამასობაში აბიბოსი რაღაც მეთოდებს იგონებს და არის მშვენივრად“, – ამბობს მამა ელიზბარ დიაკონიძე.
იგი მამა აბიბოსის კონკრეტულ შავ საქმეს იხსენებს, რომლის შესახებაც ახლახანს შეიყო.
„მის მრევლს თურმე ლოცვა-კურთხევა აქვს მამა აბიბოსისგან, რომ თვეში 50-ევროიანი ლატარია ითამაშონ! რატომ? რატომ და, ვისაც პროცენტიანი ვალი აქვს აბიბოსი, ხომ ვერ გამოვა მღვდელი და ვერ ეტყვის მათ პირდაპირ, მომეცით ჩემი ფული, თორემ დაგწყევლითო, ამიტომ ფული ამ გზით ამოაქვს მათგან: ამ თვეში ოცი კაცი აკრეფს და ვინმე ელიზბარი გადაიხდის ამ თანხით ვალს, მეორე თვეში მეორე ოცი კაცი და ასე. ასე ექცევა იმ ხალხს, ვინც შეიფარა, გაზარდა და