„მეუფე იობს ეპარქიას ართმევენ“ – რა წერილი მიიღო მამა ელიზბარმა საქართველოდან საბერძნეთში?

  მეუფე იობს ეპარქიას ართმევენ, – ამის შესახებ საბერძნეთში მყოფი დეკანოზი მამა ელიზბარ დიაკონიძე გაზეთ „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, მეუფე იობს საპატრიარქოში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ებრძვიან.
„მეგობრებმა გამომიგზავნეს საქართველოდან მეუფე იობის შესახებ წერილი, რომ მას თურმე ეპარქიას ართმევენ, ყოველი მხრიდან შეავიწროეს და მხოლოდ ორი სოფელი – რუისი და ურბნისი დაუტოვეს ამ უზარმაზარ პიროვნებას და დიდ ადამიანს. ებრძვიან ყველანი, „ნაციონალებიდან“ მოყოლებული დღემდე საპატრიარქოში რომ არიან მოკალათებულები. იცით თქვენ, რომ ეკლესიაში თავისი ყველამ ზღო, ვინც „ნაციონალების“ წინააღმდეგ წავიდა? მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც ნამდვილად გულით იყო წინააღმდეგი „ნაციონალებისა“ და საქართველოს საპატრიარქოში მათი დამქაშების თარეშისა და დღეს წარმატებულ ყოფაშია? მე ჩემზე არაფერს ვამბობ, მე არაფერს წარმოვადგენ და სხვები ნახეთ, ბატონო! მეუფე იობისგან რაღა გინდათ, რომელსაც დღეს შველა სჭირდება? ამ დროს იობი არ გახლავთ ის პიროვნება და ეს არც იქნება მისი მხრიდან სწორი, რომ ყიჟინა დასცეს, არიქა, მომეშველეთ და ხმალი ვიშიშვლოთო. მაგრამ მეუფე ის პიროვნებაა, რომელსაც საზოგადოებამ უნდა მიაკითხოს და ცოტა ხმამაღლა მოსთხოვოს, შენი იმედი გვაქვს, გაგვიძეხი წინ და გაგვამარჯვებინეო“, – ამბობს მამა ელიზბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები