ცოფზე აცრების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

  მსოფლიოში ცოფზე აცრების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გაზეთი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს.
„ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საქართველოში 50 000 ადამიანი მიმართავს. მსოფლიოში ყველაზე მეტი აცრა ჩვენთან კეთდება.
ჩვენთან ცოფი უმეტეს შემთხვევაში ძაღლთან არის დაკავშირებული, თორემ ისე, რა თქმა უნდა, კატაც საშიშია და გარეული ცხოველებიც, მაგრამ ჩვენთან ბოლო ოცი წელიწადია ცოფის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ძაღლთანაა დაკავშირებული… ცოფი არა მარტო კბენით, არამედ დადორბვლითა და დაკაწვრითაც გადადის, თუმცა მისი თავიდან აცილება ვაქცინაციით შესაძლებელია.
ცოფი მწვავე ზოონოზური ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ძუძუმწოვარი ცხოველები ავადდებიან და მისი ადამიანისთვის გადადება ისეთი ტიპის კონტაქტის დროსაა შესაძლებელი, როგორიცაა კბენა, დადორბვლა, დაკაწვრა. თუმცა, საბედნიეროდ, ცოფის თავიდან აცილება ვაქცინაციით შესაძლებელია“,- აცხადებს იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად დაახლოებით 60 000 ადამიანი იღუპება. რაც ყველაზე საგანგაშოა, გარდაცვლილთა 40% 15 წლამდე ასაკის მოზარდია. ცოფის შემთხვევების 95%-ი კი აზიასა და აფრიკაზე მოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები