ზუგდიდში საატესტაციო გამოცდაზე მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდში, საჯარო მოხელეთა საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას 55 წლის გივი ფიფია გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ გახდა და თავი მაგიდაზე ჩამოდო.
როგორც “კვირას“ ზუგდიდის რაიონის საავადმყოფოს დირექტორმა როლანდ ახალაიამ განუცხადა, ფიფია საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი თქმით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის გამო ტესტირების პროცესი დროებით შეწყდა და მოგვიანებით გაგრძელდა.