თბილისში 6 წლის ბავშვი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა

  თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში 6 წლის ბიჭი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ „კვირას“ კლინიკის ექიმმა მანანა ღლონტმა განუცხადა. მისი თქმით, ბავშვს ერთი თვის მაწანწალა ძაღლმა თვალის არეში დადორბლა, თუმცა მშობლებმა პატარას ცოფის საწინააღმდეგო აცრა არ ჩაუტარეს.
„6 წლის ბიჭუნა ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ქუთაისის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. პატარას ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში ცოფის დიაგნოზი დაუსვეს, დიაგნოზი ჩვენს კლინიკაშიც დადასტურდა. ფაქტობრივად, ჩვენს კლინიკაში ერთი დღე იწვა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. პატარა ქუთაისში, ერთი თვის წინ მაწანწალა ძაღლმა დადორბლა, თუმცა მშობლებს ცოფის საწინააღმდეგო აცრა არ ჩაუტარებიათ“, – აღნიშნა მანანა ღლონტმა.
მედიკოსები მშობლებს მოუწოდებენ, რომ ძაღლის დაკბენის ან დადორბვლის შემთხვევაში, დროულად ჩაუტარონ ბავშვს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები