ტელეკომპანია “კავკასიაში” ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ლეონიძის №11 ა-ში ტელეკომპანია “კავკასიაში” ხანძარი გაჩნდა. როგორც “კვირას” თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე გავიდა ექვსი სახანძრო მანქანა.
მათივე ინფორმაციით, 15 კვადრატული მეტრის ფართობზე საკანცელარიო ნივთები განადგურდა.